ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო ვერტმფრენი МИ-26 საქართველოში ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა

ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო ვერტმფრენი МИ-26 საქართველოში ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. 

„22 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის მომართვის საფუძველზე საქართველოში ბორჯომის ტყის მასივის ხანძრის ლიკვიდაციაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ბელარუსის პრეზიდენტის დავალებით, ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა საქართველოში.

ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, რომელიც ტვირთამწეობით გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი, საქართველოში ჩაფრინდება უახლოეს საათებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.