ჟინვალში ხანძარია

ჟინვალში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე, ბალახებსა და ეკლიან ბარდებს უკიდია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.