იციკ მოშე ბიზნეს პალატებსა და საპატიო კონსულებს ბოჯომის ხეობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

იციკ მოშე ბიზნეს პალატებსა და საპატიო კონსულებს ბოჯომის ხეობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა მწუხარებას გამოთქვამს ბორჯობის ტყეში ძლიერი ხანძრის შედეგად ტყის განადგურების გამო და საქართველოში მოქმედ ბიზნეს და სავაჭრო პალატებს მიმართავს, შეძლებისდაგვარად, გვერდში ამოუდგნენ საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. ამის შესახებ ‘’ინტერპრესნიუსს’’ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატიდან აცნობეს. ბიზნეს პალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, დაზარალებული რეგიონის რეაბილიტაციის საქმეში სასურველია, ჩაერთონ საქართველოს წარმომადგენლები - საპატიო კონსულები საქართველოს გარეთ.

„საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ხანძრის ჩასაქრობად. მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ვცდილობთ ძალების კონსოლიდირებას, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ბიზნესმა თავისი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა იციკ მოშემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თბილისს ეწვევიან ქნესეთის წევრები და ქართული მხარის დახმარების საკითხს მათთანაც დასვამს.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რამდენიმე ჰექტარზე დამწვარია ტყე და ბუჩქნარი.