ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც სტიქიას ებრძვიან

ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც სტიქიას ებრძვიან

ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ბორჯომში გაჩენილ ხანძარზე საუბრისას განაცხადა.

იან კელის შეფასებით, ბორჯომი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე.

როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დაეხმაროს.

”ჩვენ დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე და კავშირზე საქართველოს მთავრობასთან. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე“, - განაცხადა იან კელიმ.