სასამართლოს რეფორმის  ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა

სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლო,  უმაღლესი იუსტიციის საბჭო და იუსტიციის სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLOG)მხარდაჭერით მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავენ ქობულეთში. შეხვედრის მიზანი სასამართლო რეფორმის გაგრძელებაა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხებია:

 1.სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის  გზები;

2.დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოება, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები; 

3.იუსტიციისუმაღლესისაბჭოსსაქმიანობისწესები, საკანონმდებლოხარვეზები, გამოწვევებიდამათიგადაწყვეტისგზები.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ასევე: საქართველოსიუსტიციისუმაღლესი საბჭოსადასაქართველოსუზენაესისასამართლოსთავმჯდომარემ, ნინოგვენეტაძემ; საქართველოსიუსტიციისმინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ; კანონისუზენაესობისმხარდაჭერასაქართველოში (EWMI/PROLoG)პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგიჩხეიძემდაევროკავშირისსასამართლოსმხარდაჭერისპროექტისხელმძღვანელმა, მოსამართლერენატევინტერმა.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, კომიტეტის წევრები გურამ მაჭარაშვილი და ნინო გოგუაძე, ასევე ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და GIZ წარმომადგენლები.

თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს  დისკუსია და  შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდებიან ზოგად პრინციპებზე, საკანონმდებლო ცვლილებების ჩამონათვალზე და მათი განხორციელების გეგმაზე.

,,ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატია იმისთვის, რომ სასამართლო რეფორმა გაგრძელდეს და არ გავჩერდეთ, გავაგრძელოთ მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ინსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება. სამართლიანი სასამართლო –ესაა მიზანი,რისთვისაც ჩვენ ყველა არ დავიშურებთ ძალისხმევას და ვიმუშავებთ24 საათიან რეჟიმში. ვმსჯელობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ გავაძლიეროთ სასამართლო სისტემა და ამით ადამიანებს მივცეთ სამართლიანი მართლმსაჯულება",-განაცხადა ეკა ბესელიამ.