ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში ვლადიმირ ნეკრასოვი და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენელი, კაპიტალური მშენებლობის ე.წ. უწყების ხელმძღვანელი იგორ მიქვაბია აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის პირდაპირი გზით გადაცემაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნეკრასოვსა და მიქვაბიას შორის გამართულ შეხვედრაზე იქნება მიღებული, სადაც ტექნიკის გადაცემის ორგანიზების საკითხები დეტალურად განიხილეს.
21 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესახებ ე.წ. დოკუმენტს ხელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდ ფომინიმ და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. გენშტაბის ხელმძღვანელმა ანატოლი ხრულოვმა შეხვედრაზე მოაწერეს ხელი.
„ხელმოწერილი კონტრაქტებით აფხაზეთს გადაეცემა სამხედრო ქონება. აღნიშნული სამუშაო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის ნოემბერში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება, რაც აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ითვალისწინებს“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
ივნისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ხლოპონინმა აღნიშნა, 2017 წელს რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის ფინანსურ დახმარებას 2,5 მილიარდი რუბლით გაზრდის, 2018-2019 წლებში კი 1,6 მილიარდი რუბლით.