ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა ის ქვეყანა ჩაერთვება, ვისი რესურსიც საჭირო გახდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სერგეენკომ განუცხადა, საგანგებო შტაბს არაერთ ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკებები, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც არიან.
"ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ქვეყნები ძალიან სოლიდარულები არიან, მიუხედავად მათი სამეზობლო დისტანციისა. გვაქვს ძალიან აქტიური ჩართულობა ჩვენი ახლო მეზობლების მხრიდან. მე ვფიქრობ, საღამოს ეს ტექნიკური ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება და საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად ვმართოთ ეს სტიქია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანასთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება იმ დაგეგმარების პირობებში, რაც დაიგეგმა შტაბში. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩაერთვება ყველა ის ქვეყანა, რომლის რესურსიც საჭირო იქნება", - აღნიშნა სერგეენკომ.