საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნას დაეთანხმა.
მთავრობის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს ხელი დღეს მოაწერა.
გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თარიღი დღეს გამოაცხადა და არჩევნები 21 ოქტომბერს დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
"საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფონზე შეზღუდვები ამოქმედდება, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს, სახელმწიფო მოხელეებსა და თანამდებობის პირებს ეხებათ.
კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე პრეზიდენტი ნიშნავს, რასაც პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.