გიორგი მარგველაშვილმა ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა

გიორგი მარგველაშვილმა ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა

მინდა, მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს, ყველას, ვინც ეს დღეებია, გმირულად ებრძვის ხანძარს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მობილიზებულია სახელმწიფო რესურსი, მასში ჩართულია, როგორც ქართული, ასევე მეზობელი სახელმწიფოს რესურსები.

"მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მადლობა აზერბაიჯანს და თურქეთს, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკვალების პროცესში არიან ჩართულები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს და სთხოვა, რომ დამოუკიდებლად არ ჩაერთონ ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში.

"ვთხოვ მოხალისეებს, არაფრის დიდებით არ ჩაერთნონ დამოუკიდებელად ღონისძიებებში. დახმარება შესთავაზონ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს იქნება ეფექტური. მადლობა სამოქალაქო ორგანიზებისთვის მოხალისეებს. მინდა ვთქვა, რომ ხანძარი არ  ემუქრება დასახლებულ პუნქტებს. მიმდინარეობს მუშაობა, ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, ოპერატიულად მუშაობს მედია და მადლობა მათ ასეთ 24 საათიანი ჩართულობისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.