საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის  21 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს  გამოაცხადა.

არჩევნების დანიშვნის შესახებ ოფიციალური აქტი არჩევნებამდე 60 დღით ადრე გამოიცემა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. შესაბამისი აქტი პრემიერთან უკვე გადაგზავნილია.