ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
ამასთან, როგორც გვაზავა აცხადებს, ხანძრის ზონაში პერიოდულად ახალი აალებები ხდება.
თორნიკე გვაზავას თქმით, აალებების მიზეზი ძლიერი ქარია, რომელიც, მისივე თქმით, ამ დრომდე ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს და მეტყევეებს ხანძრის ლოკალიზებაში.
თუმცა, როგორც გვაზავა აცხადებს, ყოველი ახალი კერის ლოკალიზება მალევე ხდება.
ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის მუშაობს ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი.
ორ თურქულს ვერტმფრენს კი ბორჯომის ხეობაში შუადღის სამი საათისთვის ელოდებიან.