საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა- ინფორმაციას sova.news ამერიკულ საიტის The Top Tens გამოკითხვაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
საიტმა მომხმარებლებს 10 საუკეთესო უძველესი ცივილიზაციის დასახელება სთხოვა, შედეგად, საქართველო საბერძნეთისა და ეგვიპტის შემდეგ მესამე ადგილზეა.
შემდეგ პოზიციებზე არიან რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, ასევე აცკეტური დასპარტული ცივილიზაციები.
რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შედგა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კომენტარების სახით გაემყარებინათ მოსაზრება რატომ არის ესა თუ ის ცივილიზაცია უძველესი.
საქართველოზე სამასზე მეტი კომენტარია. მომხმარებლები აღფრთოვანებულნი არიან ქვეყნის მდიდარი კოლორიტით, ქართული მრავალხმიანი სიმღერით და ცეკვებით. კომენტარებში აღნიშნულია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ასევე იხსენებენ ცნობილ ლეგენდებს ოქროს საწმისზე და პრომეთეზე.
აღსანიშნავია, რომ The Top Tens -ის წინა რეიტინგში დავით აღმაშენებელი ყველა დროის საუკეთესო სამხედრო მეთაურად დასახელდა და ალექსანდრე მაკედონელსაც კი გაუსწრო.