ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირს არ შეუძლია თავდაცვის კუთხით აშშ-ს იმედი ჰქონდეს.
აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ავსტრიული გამოცემა Tiroler Tageszeitung-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირზე საუბრისას ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროპელების მოსაზრება ევროკავშირზე უმჯობესდება, თუმცა რეგიონი აშშ-ს დაცვისთვის ვერ მიმართავს.
„აშკარა ხდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ ამერიკის თავდაცვის კუთხით მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.