ვფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით ამ სტიქიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ დაბაში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასაცავად.
”ყველა კერაზე, რომელზეც შემოსულია ინფორმაციები, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია. დილიდან შემოგვიერთდება დამატებითი ტექნიკა მეზობელი ქვეყნებიდან. თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს დამატებით ტექნიკაზე თურქეთის მხრიდანაც და აზერბაიჯანისგანაც. საუბარი შედგა თურქეთის მთავრობასთან. თურქეთის ტყეების სამინისტროსთან იყო შესაბამისი საუბარი. გათენებისთანავე განახლდება მუშაობა და ვფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით ამ სტიქიას. პანიკა არც ერთ სიტუაციაში არ ვარგა. რაც უფრო ჩქარა შემოგვიერთდება, მით უფრო მალე შევძლებთ. ჯერჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის”, - განაცხადა პრემიერმა.