იქ, სადაც მუსლიმების დიდი კონცენტრაციაა, ასეთი ადგილი ტერორისტებისთვის ბუნებრივ ბაზას წარმოადგენს

იქ, სადაც მუსლიმების დიდი კონცენტრაციაა, ასეთი ადგილი ტერორისტებისთვის ბუნებრივ ბაზას წარმოადგენს

ევროპაში მომხდარი ბოლო ტერაქტები ოფიციალურ ვარშავას არწმუნებს, რომ გადაწყვეტილება მიგრანტების არმიღებაზე სწორია.

აღნიშნულის შესახებ პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პაველ სოლოხმა განაცხადა.

„უკანასკნელი ტერაქტების მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ იქ, სადაც მუსლიმების დიდი კონცენტრაციაა, რომლებიც ცუდად ინტეგრირდებიან, ხოლო კატალონიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი მუსლიმია, ასეთი ადგილი ტერორისტებისთვის ბუნებრივ ბაზას წარმოადგენს“, - განაცხადა პაველ სოლოხმა.

ამავდროულად, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პოლონეთი უარს არ ამბობს ტერორიზმთან ბრძოლაზე.

„ეს ჩვენ არ გვათავისუფლებს ტერორიზმთან ბრძოლის სოლიდარობისგან. ეს სოლიდარობა ეფუძნება ჩვენს მონაწილეობას, სპეცსამსახურების მონაწილეობას და ფინანსურ ვალდებულებებსაც კი“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პოლონეთს ავტომატურად არ უნდა დააკისრონ დევნილების განსახლება თავის ტერიტორიაზე.

„ჩვენ ერთად უნდა გამოვნახოთ გადაწყვეტილება, რომელიც აგვარიდებდა ამგვარ მოვლენებს, მაგრამ ვალდებულად არ უნდა გახდეს ჩვენს ტერიტორიებზე დევნილების ავტომატური, იძულებითი და ხელოვნური განსახლება“, - დასძინა პაველ სოლოხმა.