ოპოზიციასთან შეხვედრის მეორე რაუნდი დამოკიდებული იქნება მათ პასუხებზე

ოპოზიციასთან შეხვედრის მეორე რაუნდი დამოკიდებული იქნება მათ პასუხებზე

მმართველი გუნდი ყველა ოპოზიციური პარტიისგან ელოდება პასუხს, რა შემთხვევაში დაუჭერს ან არ დაუჭერს მხარს ახალი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ, ოპოზიციის პასუხებზე იქნება დამოკიდებული, მმართველი გუნდის პოზიცია და ასევე, ოპოზიციასთან შემდეგი შეხვედრის თარიღი.

„ოპოზიციასთან შეხვედრის მეორე რაუნდი დამოკიდებული იქნება მათ პასუხებზე. ვფიქრობ, ამ დღეებში დაასრულებენ ოპოზიციური პარტიები პასუხის გაცემას ჩვენს მთავარ კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერენ ან არ დაუჭერენ მხარს ახალი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. შესაბამისად, მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ საშუალება გვექნება უფრო კონკრეტული პასუხები გავცეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.