დიდუბეში, 47 მისამართზე, ასფალტის საფარი დაიგო

დიდუბეში, 47 მისამართზე, ასფალტის საფარი დაიგო

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები 47 მისამართზე დასრულდა, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა. ყველა მისამართზე მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი და ბორდიურები, რის შემდეგაც  ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

 სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა: შ.პ.ს „ლუკრიმ“, „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიამ“ და „ჰედეფ ჯორჯიამ“ შეასრულეს.