ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, 37 ა და 37 ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული მოედნის განახლება დასრულდა. ამჟამად კი ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ახალი სკვერის მოწყობის პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ინტერ ტექნოლოგი" ახორციელებს. სამუშაოების დაწყებისას ნოდარ ტურძელაძემ სკვერის მოწყობის დეტალები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეათანხმა.
პროექტის თანახმად, ახალ სკვერში მოეწყობა საბავშვო მოედანი, დამონტაჟდება საქანელები, სასრიალო, დაიდგმება მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები. მოეწყობა ბილიკები და დაიგება ბალახი. პროექტის ღირებულება 58 000 ლარია.