ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „უპასუხისმგებლო საქციელს წარმოადგენს, რაც სიტუაციას უკონტროლო ბირთვულ ომამდე მიიყვანს“.
ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის არმიას ნებისმიერ დროს შეუძლია შეტევა მიიტანოს აშშ-ზე და არც გუამი, არც ჰავაის კუნძულები და არც აშშ-ს კონტინენტალური ტერიტორია „თავიდან ვერ აიცილებენ ჩრდილოეთ კორეის უმოწყალო თავდასხმას“.
აღნიშნული განცხადება ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის საშუალებით სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ მათ შემუშავებული აქვთ გეგმა გუამის კუნძულზე მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზებზე შეტევის განხორციელების თაობაზე.