ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეულ ადგილებზე მუშაობა მიმდინარეობს

ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეულ ადგილებზე მუშაობა მიმდინარეობს

სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა და ვერტმფრენი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ბორჯომში, გაჩენილი ხანძრის შესახებ განუცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეული კერები კვლავ აქტიურია, შესაბამისად, ტერიტორიაზე კვლავ მუშაობენ სახანძრო ჯგუფები.

”ვერტმფრენმა მუშაობა დღეს დილიდან დაიწყო, გარდა ამისა თბილისიდან მობილიზებულია სამაშველო სამსახურის 100 ერთეული ცოცხალი ძალა.

ტყეში ალტერნატიული გზა გაჭრილია და გუშინ მძიმე ტექნიკა მუშაობდა. საკმარისია წყლის მარაგები. ამ ეტაპზე უკვე ადგილზე არიან სატყეო სამსახურის წარმომადგენლები და სამაშველოს თანმამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც საკუთარი სატვირთო ავტომობილებით გვეხმარებიან“, - განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ.