დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის რაოდენობის გაზრდაზე დღეს განცხადებას გააკეთებს

დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის რაოდენობის გაზრდაზე დღეს განცხადებას გააკეთებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის რაოდენობის გაზრდაზე დღეს განცხადებას გააკეთებს.

აღნიშნულის შესახებ ტელეარხი CBS თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ტრამპი ავღანეთში დამატებით 4 000 სამხედროს გაგზავნაზე გააკეთებს განცხადებას.

გარდა ამისა, ტრამპი ავღანეთში და სამხრეთ აზიაში აშშ-ს ახალ სტრატეგიაზე ისაუბრებს, რაც პაკისტანის ხელისუფლებას აიძულებს უარი უთხრას ტერორისტებს თავშესაფრის უზრუნველყოფაზე.

CBS-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი პაკისტანის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის შესაძლებლობასაც კი განიხილავდა.

გუშინ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს განცხადებას გააკეთებს ავღანეთთან და სამხრეთ აზიასთან მიმართებაში აშშ-ს ახალ სტრატეგიაზე.