რუსეთში, ქალაქ სურგუტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სააგენტოზე Amaq დაყრდნობით ავრცელებს.
სურგუტის ცენტრში, გუშინ ნიღბიანმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით 7 ადამიანი დაჭრა. მათგან 4 მძიმე მდომარეობაშია.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თავდამსხმელმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.
პირველადი ინფორმაციით, ლიკვიდირებული პირი 1994 წელს არის დაბადებული. სამართალდამცავები ამოწმებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.