გენადი მარგველაშვილმა თერჯოლის რაიონში გაზიფიცირების და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების სამუშაოები დაათვალიერა

გენადი მარგველაშვილმა თერჯოლის რაიონში გაზიფიცირების და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების სამუშაოები დაათვალიერა

გენადი მარგველაშვილმა N47 საარჩევნო ოლქში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების  და საავტომობილო გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაათვალიერა.

კაპიტალურად კეთდება 6 კილომეტრიანი გზა სოფლებში გოდოგანში, ნაგარევსა და ბროლისქედში. ამ სოფელების  მცხოვრებლებს 27 წელია ამორტიზებულ გზაზე უწევდათ გადაადგილება და მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა აღნიშნული გზის მოწესრიგება იყო. რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტი დეპუტატის ინიციატივითა და შუამდგომლობით ხორციელდება.

გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია და პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შედეგადაც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის თანხის 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, დარჩენილ თანხას კი ადგილობრივი ბიუჯეტი ანაზღაურებს.

ამ სოფლების  მცხოვრებთ ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემაც ჰქონდათ. გენადი მარგველაშვილის შუამდგომლობით სოფლებში ბუნებრივი აირის გაყვანილობის სარემონტო სამუშაოები ზაფხულის დასაწყისში დაიწყო, ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია და პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ადგილობრივმა მოსახლეობამ შეხვედრისას, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს მადლობა გადაუხადა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების დროულად მოგვარებისა და თანადგომისათვის.