საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს სემეკ-ის დარბაზი, სადაც საჯარო სხდომები ტარდება, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში სამართალდამცავებს „ლეიბორისტები“ სემეკ-ის შენობიდან გაჰყავთ.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა, რომლებიც ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირებას აპროტესტებენ, სემეკ-ის წევრებს დღეს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
მოგვიანებით, სემეკ-ში პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც მივიდა, რომელმაც სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყო.