ბარსელონასა და კამბრილსში ტერაქტების ორგანიზატორები კიდევ ერთ თავდასხმას გეგმავდნენ, რაც გაზის ბალონების აფეთქებას ითვალისწინებდა, - აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ კატალონიელ გამომძიებლებზე დაყრდნობით იუწყება.
გამომძიებლების ინფორმაციით, ტერორისტული ქსელი, რომელიც ამ ტერაქტებზეა პასუხისმგებელი, რვა პირისგან შედგება.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.