იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო

იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო

იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო, - აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის დღეს დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

აბაშიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება მმართველი გუნდის მზაობას დიალოგთან დაკავშირებით.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მოხდა გარკვეულწილად გადაფასება და აღიარება იმ შეცდომების, რომელიც დიალოგის არქონას უკავშირდება. შესაბამისად, ჩიხიდან გამოსვლის გზა და პირველი ნაბიჯები იქნა შემოთავაზებული. ეს მისასალმებელია. გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის პროცესი დაემყარება კონსენსუსის მიღების იმედს. იმის გათვალისწინებით, რომ უახლოესი წარსული არ იძლევა ნდობის მაღალ რესურსს, იმედს გამოვთქვამთ, რომ დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტში გაიმართება.