საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აჭარაში 18, 19 და 20 აგვისტოს სამდღიანი სამეწარმეო მარკეტი ჩატარდება. ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 3 დღის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს.
აღნიშნული „სტარტაპ მარკეტი“ ალტერნატიული, მულტიფუნქციური და მოძრავი სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. მსგავსი ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებას.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე მონაწილე. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
ღონისძიება 3 დღის განმავლობაში 18:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე გაგრძელდება. სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, ზემოთხსენებული სამეწარმეო მარკეტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო.