საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს გაიმართება

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს გაიმართება

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში დღეს გაიმართება. შეხვედრა პარლამენტის თბილისის სასახლეში, დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.

საპარლამენტო უმრავლესობის ორგანიზებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი განიხილება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ დაესწრება. მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

მმართველმა გუნდმა კვალიფიციურ პარტიებს საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა, რაზეც ოპოზიციურმა ძალებმა მზადყოფნა დააფიქსირეს.