ბარსელონაში ტერაქტის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი 28 წლის დრის უკაბირია

ბარსელონაში ტერაქტის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი 28 წლის დრის უკაბირია

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის განხორციელების ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი 28 წლის დრის უკაბირია, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი იუწყება.

დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ დრის უკაბირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და გარკვეული დრო პატიმრობაშიც გაატარა, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.

ანტიტერორისტული ძალების წყარომ El Pais-ს დაუდასტურა, რომ დაკავებული ბარსელონაში 13 აგვისტოს მაროკოდან ჩავიდა. სამართალდამცველები იკვლევენ, თუ ვისთან ჰქონდა მას კონტაქტები.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტია.