La Vanguardia:  ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

La Vanguardia: ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი სამართალდამცველებთან სროლის დროს ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა La Vanguardia იუწყება.

კატალონიის პოლიცია კი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. დაკავების შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

ბარსელონაში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 13-დან 15-მდე ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. პოლიციამ მანქანის მძღოლის ვინაობა დაადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ვინმე დრისე ოუკაბირეზე, რომელმაც ფურგონი სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდაში დაიქირავა.

კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად განიხილება. „ტერორისტული აქტი ბარსელონაში დასტურდება“, - ნათქვამია კატალონიის პოლიციის „ტვიტერის“ გვერდზე.