დონალდ ტუსკი:  ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტუსკი: ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა ბარსელონას გვერდით დგას. 

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ ესპანეთს ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა. „გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვისაც ეს თავდასხმა შეეხო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას. ევროკავშირი ერთიანია ტერორიზმთან ბრძოლაში და მშვიდობის დაცვაში“, - დაწერა მან. 

ეუთო-ს თავმჯდომარე და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი მკაცრ დაგმობას იმსახურებს. „უმკაცრესად ვგმობ ამ საზარელ ტერაქტს, რომელიც უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ტერორიზმი არ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა მან. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტერაქტის მსხვერპლთა ახლობლებს. „ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას ბარსელონაში. ჩემი აზრებით იმათთან ვარ, ვინც დაშავდა. ჩვენ ესპანეთთან ერთად ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, - დაწერა იენს სტოლტენბერგმა.