დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს გმობს. „აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, დახმარების გასაწევად. ძლიერად იდექით. გვიყვარხართ“, - წერს ტრამპი "ტვიტერის" პირად გვერდზე.

ბარსელონაში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 13-დან 15-მდე ადამიანია გარდაცვლილი, რამდენიმე ათეული კი დაშავებულია. რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. კატალონიის პოლიცია „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. დაკავების შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.