კატალონიის პოლიცია „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
დაკავების შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
ბარსელონაში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 13-დან 15-მდე ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. პოლიციამ მანქანის მძღოლის ვინაობა დაადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ვინმე დრისე ოუკაბირეზე, რომელმაც ფურგონი სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდაში დაიქირავა.
კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად განიხილება. „ტერორისტული აქტი ბარსელონაში დასტურდება“, - ნათქვამია კატალონიის პოლიციის „ტვიტერის“ გვერდზე.
როგორც სამართალდამცველები იუწყებიან, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავებულია. თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება 15 გარდაცვლილის შესახებ იუწყება.