საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ხვალისთვის დანიშნულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე არ დაესწრება.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.
ამასთან, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მმართველი გუნდის მხრიდან ყველა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიიღებს, რომელიც უმრავლესობის შემადგენლობაში შედის.
შეხვედრა ხვალ, 18 აგვისტოს, 17:00 საათზე, პარლამენტში გაიმართება. მოლაპარაკების მთავარ საგანს საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი წარმოადგენს, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.