იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ს საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს  შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ს საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ს საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს  შეხვდნენ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების დროს დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვას შეეხება.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა კომიტეტი რამდენიმე თვეა ამ საკითხზე მუშაობს და ამ მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობს.

მისი განმარტებით, ჯგუფის შექმნა განაპირობა 2017 წლის 27 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც ეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ჩანაწერს - დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტისგამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სამუშაოჯგუფში ჩართული არიან:პარლამენტისიურიდიულსაკითხთაკომიტეტისწევრები, უზენაესისასამართლო,საერთოსასამართლოები,იუსტიციისსამინისტრო,სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახური,პერსონალურმონაცემთადაცვისინსპექტორი,მთავარიპროკურატურა,შინაგანსაქმეთასამინისტრო,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდაექსპერტები.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ რამდენიმეშეხვედრაუკვე გაიმართა და განსახილველ  საკითხზეორიექსპერტიზატარდება. „ამთემაზემალეიქნებაგერმანელი ექსპერტების დასკვნა, ხოლო გუშინ მივიღეთ გაეროსადამიანისუფლებათაუმაღლესიკომისრისოფისის წარმომადგენლობიდან ექსპერტულიმოსაზრება",- აღნიშნაეკაბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საშემოდგომო სესიისთვის კანონპროექტი მზად უნდა იყოს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის გაუქმების შემდეგ შესაბამის უწყებებს - პროკურატურას,შსს-ს,სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურს და  სასამართლოსხელი ეშლებათმუშაობაში და საჭიროა ახალი რეგულაცია, რომელიც იქნება „კარგად შეჯერებულიდადაბალანსებული".

აშშ-სსაელჩოსმრჩეველმასამართლებრივსაკითხებშიმაიკლგრანტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ამერიკულიგამოცდილება, თუ როგორიაამერიკულიმოდელიკომპიუტერულიინფორმაციისმოპოვების, დამაგრებისადაფიქსაციისდროს, ასევე მხარეთამონაწილეობადასასამართლოსკონტროლი.

მაიკლ გრანტმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ციფრული მტკიცებულებები ამერიკული სისხლის სამართლის სისტემაში". მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული მტკიცებულებების მნიშვნელობა, ციფრული მტკიცებულებების ძირითადი სახეები,  ბრალდებულის უფლება მოიპოვოს ციფრული მტკიცებულებები, ციფრულ მტკიცებულებების მოპოვების სამართლებრივი მექანიზმები, სამართლებრივი იძულების განხორციელება და იძულების ფორმა. პრეზენტაციის შემდეგ მაიკლ გრანტმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, გაიმართა დისკუსია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს საინტერესო პრეზენტაციისთვის, პრაქტიკული გამოცდილებისა და  საკანონმდებლო სტანდარტების გაზიარებისთვის.

„ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს სამუშაო ჯგუფს ძალიან დაეხმარება ამ მოდელის და სტანდარტების გაცნობა. როგორც ვხედავთ, მთავარია პრინციპული საკითხები, რომელიც გათვალისწინებულიუნდა იყოს ბალანსის დაცვის დროს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი დისკუსია იქნება ინტენსიური და სასარგებლოც, განსაკუთრებით საშემოდგომო ეტაპზე, როდესაც უნდა მივიღოთ კომპრომისული და კარგი სტანდარტების მქონე მოდელი, რომელიც დაიცავს ბალანს საჯარო და პირად ინტერესს შორის, დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის, რაც საბოლო ჯამში მართლმსაჯულების  და სამართლიანობის განხორციელების პრინციპს ემსახურება",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

აშშ-ს საელჩოს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტმა მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ღონისძიებაშიმონაწილეობა მიიღეს იურიდიულსაკითხთაკომიტეტისთავმჯდომარემ, ეკაბესელიამ, კომიტეტისწევრებმა დააპარატისთანამშრომლებმა,ამპროცესშიჩართულისახელმწიფოუწყებებისა და აშშ-სსაელჩოს წარმომადგენლებმა.