ეკა ბესელიას შეფასებით, განმარტებები, რომელიც Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გაკეთდა, საკმარისია

ეკა ბესელიას შეფასებით, განმარტებები, რომელიც Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გაკეთდა, საკმარისია

“ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს.

ბესელიას შეფასებით, განმარტებები და განცხადებები, რომელიც აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თავად მინისტრმა გააკეთა, საკმარისია.

“მესმის, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი, რომ ამ თემის გაგრძელების ნებისმიერი საბაბი იპოვონ. განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამინისტრომ, პოზიციები ვიცით და განმარტებები გაკეთებულია. არა მგონია, ჩვენი მხრიდან კიდევ უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხს. თუკი ვინმეს აქვს კონკრეტული ფაქტი, შეუძლია ფაქტებით ისაუბროს და არა ასეთი არასეარიოზული ინფორმაციით”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.