ვერავინ გაბედავს გიორგი ჩოგოვაძეს შეახოცოს ხელი საკუთარი შეცდომებისთვის და თუნდაც გულგრილობისთვის

ვერავინ გაბედავს გიორგი ჩოგოვაძეს შეახოცოს ხელი საკუთარი შეცდომებისთვის და თუნდაც გულგრილობისთვის

ვერავინ გაბედავს გიორგი ჩოგოვაძეს შეახოცოს ხელი საკუთარი შეცდომებისთვის და თუნდაც გულგრილობისთვის - ჩოგოვაძის მსგავსი უმაღლესი პროფესიონალები სჭირდება საქართველოს სწორედ, - აღნიშნული განცხადებით ”ქართული ოცნების” დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სავარაუდო გადადგომის თაობაზე გავრცლებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

”გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან ბევრის, თითქმის შეუძლებელის გაკეთება შესძლო საქართველის ტურისტული პოტენციალის ასეთ დონეზე წარმოჩენისთვის და კიდევ ძალიან ბევრს შეძლებს მომავალშიც”, - წერს კვაჭანტირაძე Facebook-ის გვერდზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.