მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მისთვის ჩაბარებული რეფორმების ჩავარდნის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილი რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, სულ ცოტა ღიმილისმომგვრელია.
როგორც ჩანს ბატონი შერგელაშვილის ბრძოლა მერობისთვის, კახი კალაძეზე საუბრით შემოიფარგლება. სჯობს საკუთარი პროგრამა, ხედვები და პროექტები გააცნოს საზოგადოებას.
კახი კალაძე ზედმიწევნით ზუსტად მიყვება თბილისის და თბილისელების საჭიროებებს, საუბრობს სიცოცხლით სავსე ქალაქზე და მომავლის თბილისზე, უშუალოდ ესაუბრება ხალხს, კავშირი აქვს ყველა თაობასთან. განცხადებებში ეტყობათ მის ოპონენტებს, რომ კახი კალაძის ინოვაციური კამპანია მოსწონთ, თუმცა მისი გამეორება არ შეუძლიათ - ხშირად აგრესია ამით არის გამოწვეული.