სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვენესუელაში არსებული უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვენესუელაში არსებული უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვენესუელაში არსებული ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა თავის ბოლივიელ კოლეგასთან, ფერნანდო უნაკუნისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია ვენესუელასთან დაკავშირებით. ერთიანი ვართ იმაში, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებული უთანხმოების გადალახვა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეროვნული დიალოგის მეშვეობით, გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ვენესუელის საქმეებში სამხედრო ჩარევის მუქარა მიუღებელია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

12 აგვისტოს, სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.

„ჩვენ ბევრი ვარიანტები გვაქვს ვენესუელასთვის. სხვათაშორის, მე არ გამოვრიცხავდი სამხედრო ვარიანტს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა