მარიამ ჯაში და გუგული მაღრაძე   Dalberg-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მარიამ ჯაში და გუგული მაღრაძე Dalberg-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შედგა შეხვედრა Dalberg-ის - გლობალური განვითარების მრჩეველთა წარმომადგენელებთან  ჯო დაუერტსა და მის გუნდთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაგდა მაღრაძე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის და Dalberg-ის გუნდის მზადყოფნის თაობაზე, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიონ ქველმოქმედების მიმართულებით ფილანტროპიის შესახებ საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის  სტრატეგიული მნიშვნელობის არის მიმართულება, რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობას წარმოადგენს, კონკრეტულად კი, უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტებისათვის დამტებითი ფინანსური რესურსების შექმნა,  რომელშიც ქველმოქმედებას და კერძო სექტორის სოციალურ პასუხისმგებლობას განსაკუთრებული როლი ენიჭება მსოფლიო მასშტაბით.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ აღნიშნული მიმართულება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ განთლების ხელმისაწვდომობის კუთხით, არამედ კულტურის სფეროს დაფინანსების მექანიზმების გაფართოების, განვითარებისა და ასევე სოციალური პროგრამების მხარდაჭერისთვის.

მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქალბატონ გუგული მაღრაძის ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტში მომზადებული იყო ქველმოქმედების შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსია და კანონპროექტის ეს ვერსია ასევე იქნება განხილული ახალი საკანონმდებლო დოკუმენტის შემუშავების პროცესში. მარიამ ჯაშის განცხადებით,  საშემოდგომო სესიაზე კომიტეტი საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით, მის ეკონომიკურ ბლოკთან აქტიური კონსულტაციებით შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელიც საქართველოში ფილანტროპიის განვითარებას შეუწყობს ხელს და კანონპროექტი მსოფლიოში არსებულ წარმატებულ გამოცდილებებზე იქნება დაფუძნებული.