მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კომენტარებს ოპოზიციასთან შეხვედრამდე აღარ გააკეთებს. „ინტერპრესნიუსმა“ უმრავლესობის წევრებს ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად დასახელებულ ერთგვარ წინაპირობასთან დაკავშირებით შეფასებები სთხოვა, თუმცა მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ შეხვედრამდე მათი მხრიდან განცხადებები აღარ გაკეთდება.
მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მიმდინარე კვირას შეხვედრა შესთავაზა. ოპოზიციამ შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნა დააფიქსირა, თუმცა დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, მმართველ გუნდთან კონსენსუსის წინაპირობად 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება დაასახელა.