საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $120 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ჯამში კი იანვარ-ივლისში ფულადმა გზავნილებმა $749 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.
რეიტინგის სათავეში რუსეთია, საიდანაც ფულადი გზავნილების რაოდენობამ $250 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით მეტია. შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები $79 მილიონი, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია, ხოლო მესამე ადგილზეა იტალია $76 მილიონი, წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტი.
2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით რუსეთის, აშშ-ის და იტალიის შემდეგ ფულადი გზავნილებით ლიდერობენ:
საბერძნეთი - $75.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5.7%
ისრაელი - $68.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 100%
თურქეთი - $60.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
ესპანეთი - $19.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%
გერმანია - $18.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4%
უკრაინა - $14.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%
გაერთიანებული სამეფო - $8.7 მილიონი, კლება წინა წელთან 5%