მსოფლიო შოკირებულია იმით, თუ რამდენად არაპროგნოზირებადი გახდა აშშ-ის პოლიტიკა

მსოფლიო შოკირებულია იმით, თუ რამდენად არაპროგნოზირებადი გახდა აშშ-ის პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა გააკრიტიკა.

„ამგვარი კონფლიქტები განცხადებებით იწყება, ხოლო სრულდება სამხედრო ოპერაციებით“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაზეთ Kolner Stadt-Anzeiger-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მთლიანად მსოფლიო შოკირებულია იმით თუ რამდენად არაპროგნოზირებადი გახდა აშშ-ის პოლიტიკა. რთულია იმის გაგება, თუ ვინ არის იქ მთავარი“, - განმარტა ზიგმარ გაბრიელმა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი შესაძლო სამხედრო ჩარევას შეცდომად მიიჩნევენ, ტრამპის გარემოცვაში არის ხალხი, რომლებსაც სურთ კანონის ძალა „უფრო ძლიერის უფლებით“ ჩაანაცვლონ.

მინისტრის თქმით, ჩრდილოეთ კორეას ირგვლივ კონფლიქტში „დიპლომატიის დროა და არა საბრძოლო ყიჟინის“.

„ამ სიტუაციის საფრთხე ის არის, რომ უნებლიე ესკალაცია შეიძლება უეცრად ომში გადაიზარდოს“, - დასძინა ზიგმარ გაბრიელმა.