არჩილ თალაკვაძესთან იმ ტექსტზე მოვილაპარაკეთ, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე უნდა წაიკითხოს

არჩილ თალაკვაძესთან იმ ტექსტზე მოვილაპარაკეთ, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე უნდა წაიკითხოს

უმრავლესობის წევრებმა არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში იმ განცხადების შინაარსი შეათანხმეს ერთმანეთთან, რომელსაც დღეს, 18:00 საათზე პარლამენტში თალაკვაძე გააკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, მათ სწორედ თალაკვაძის განცხადების ტექსტზე შეაჯერეს პოზიცია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავად არჩილ თალაკვაძე, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გიგა ბუკია, ზაზა გაბუნია, სიმონ ნოზაძე, ბექა ნაცვლიშვილი, კახა ოქრიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ ტექსტზე, რა ტექსტიც დღეს პარლამენტში დაგეგმილ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ უნდა წაიკითხოს. არჩილ თალაკვაძე განცხადებას ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით გააკეთებს. საჭიროა გვქონდეს დიალოგი და დიალოგის თემასთან დაკავშირებით დღეს, 18:00 საათზე სწორედ არჩილ თალაკვაძე განაცხადებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.