თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 33 პირის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 33 პირის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის მთავარმა პროკურატურამ 33 პირის დაკავების ორდერი გასცა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მათ ბრალად ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ.

ეჭვმიტანილები თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს ყოფილი თანამშრომლები არიან.

გამოძიების ინფორმაციით, პუტჩის დღეს ისინი მობილური ტელეფონების აპლიკაციას ByLock-ს იყენებდნენ, რომლითაც დაშიფრული მესიჯების გაცვლა ხდებოდა.