ვიქტორ დოლიძე Страна.ua-ს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - გიორგი მღებრიშვილმა ძალიან ნათლად განაცხადა, რასთან გვაქვს საქმე

ვიქტორ დოლიძე Страна.ua-ს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - გიორგი მღებრიშვილმა ძალიან ნათლად განაცხადა, რასთან გვაქვს საქმე

ჩემთვის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი აბსოლუტურად საკმარისია, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება რუსი „პრანკერისა“ და შს მინისტრის საუბრის სახელით გავრცელებული ჩანაწერის თაობაზე.

„მე ვფიქრობ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან ნათლად განაცხადა, რეალურად თუ რასთან გვაქვს საქმე და მე მგონი, არანაირი ეჭვის საფუძველი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ „ლექსუსი“, თითქოსდა, საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართა.