14 აგვისტოს გაიმართა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.
„მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იმ მიზნების მიღწევაში , რომელიც მათ დასახული აქვთ, მჯერა მათი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და მივაღწევთ იმ შედეგს რომელიც ბედნიერების მომტანი იქნება სრულიად საქართველოსთვის, საქართველოში სპორტის ეს სახეობა საკმაოდ პოპულარულია, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვით ამ ბიჭებს, გამომდინარე მათ მიერ მიღწეული წარმატებებისა" - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ