წლიური საარსებო მინიმუმი 167 ლარამდე გაიზარდა

წლიური საარსებო მინიმუმი 167 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი მამაკაცის წლიური საარსებო მინიმუმი გაიზარდა. 2017 წლის ივლისში საარსებო მინიმუმი 167,2 ლარით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 11 ლარით აღემატება შარშანდელ მონაცემს. 2016 წელს ივლისში საარსებო მინიმუმი 156,6 ლარი იყო.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს წინა თვესთან მიმართებით, ამ შემთხვევაში საარსებო მინიმუმი დაახლოებით 7 ლარით შემცირებულია. ივნისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174,3 ლარი იყო.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ივლისში 148,1 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მონაცემს დაახლოებით 10 ლარით აღემატება. გასულ წელს ივლისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 138,2 ლარი იყო.

რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, მიმდინარე წლის ივლისში 280,4 ლარი იყო, რაც წინა წლის მონაცემს აღემატება, 2017 წლის ივნისის მონაცემთან შედარებით კი შემცირებულია.  2016 წელს საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 262,6 ლარი იყო, 2017 წლის ივნისში კი 292,4 ლარი.