მიხეილ სააკაშვილი: უკრაინა ოლიგარქებისგან უნდა გავათავისუფლო

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინა ოლიგარქებისგან უნდა გავათავისუფლო

მე დავბრუნდები უკრაინაში, ვაპირებ უკრაინის საზღვრის ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადაკვეთას,  - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, მას უკრაინის დაცვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

"ჩემი ნივთები უკრაინაშია. ჩემი მეგობრებისა და იმ პარტიის წევრთა უმრავლესობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაში არიან. ორ დღეში დავასახელებ უკრაინაში დაბრუნების კონკრეტულ თარიღს. მე ავიღე უკრაინელების დაცვაზე პასუხისმგებლობა. ეს პოროშენკოს და ოლიგარქებს არ სურთ. მე მათი არ მეშინია. ვსაუბრობ ევროპულ მედიასთან. მაქვს შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან. მათ მოვუწოდებ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ. ჩემი უახლოესი გეგმები უკრაინას უკავშირდება. უკრაინა ოლიგარქებისგან უნდა გავათავისუფლო", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.