საქართველოს საგარეო ვალი 4,9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალი 4,9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 11,1%–ით, 491,3 მლნ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოს უცხოელი კრედიტორების 4 900 534 000 დოლარი მართებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ვალის მოცულობა 4 4409 173 000 დოლარს შეადგენდა.

ოფიციალური სტატისტიკით მთავრობის საგარეო ვალი 4 856 400 000 დოლარს შეადგენს, ეროვნული ბანკს კი 44 134 000 დოლარი.

ყველაზე მსხვილი კრედიტორი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი განვითარების საერთაშორისო ასოციაციაა (IDA), რომლის მიმართ ვალი 1 172 239 000 დოლარს შეადგენს. მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიმართ დავალიანება 705 295 000 დოლარსა და 47 200 000 ევროა.

2017 წლის იანვარში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა  4 548 188 000 დოლარს შეადგენდა.